27 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ბანკების ხელმძღვანელებს, ბიზნესასოციაციისა და საბანკო ასოციაციის პრეზიდენტებს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, ბანკების ხელმძღვანელებს, ბიზნესასოციაციისა და საბანკო ასოციაციის პრეზიდენტებს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა კობა გვენეტაძისგან მოისმინა ეკონომიკური ვითარების მიმოხილვა და ეროვნული ბანკის პროგნოზები ლარის კურსთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებს და აღნიშნა, რომ იანვარში 18%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც რეგიონში უპრეცედენტო მაჩვენებელია.

ამასთან, მნიშვნელოვნად გაზრდილია ექსპორტი და დადებითი დინამიკაა ტურიზმის აღდგენის მიმართულებით. პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ტემპი არ შენელდეს და ამ პროცესში ბიზნესს განსაკუთრებული როლი აქვს.

პრემიერმა, საქართველოს მთავრობის სახელით, ბიზნესს სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფოს მიერ დაანონსებული პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაში.

დღის ამბები