კრემლი სამხედრო მოქმედებებში რეზერვისტებს და წვევამდელებს არ გაიწვევს, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სარვამარტო ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ სამხედრო მოქმედებებში მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები მიიღებენ მონაწილეობას.
"რთულ დროში ვცხოვრობთ: გლობალური ეკონომიკური გამოწვევები, სამხედრო კონფლიქტები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცვის გარდაუვალი საჭიროება, პანდემია და ბრძოლა მილიონობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის.
ხაზგასმით აღვნიშნავ, სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობენ და არც მიიღებენ მონაწილობას წვევამდელებ. არ მოხდება რეზერვისტების დამატებით გამოძახება, დაკისრებულ ამოცანებს მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები წყვეტენ.
დარწმუნებული ვარ ისინი საიმედოდ უზრუნველყოფენ რუსეთის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მინდა მივმართო ჩვენი ჯარისკაცების დედებს, ცოლებს, დებს, რომლებიც ახლა რუსეთის დასაცავად იბრძვიან, სპეციალური სამხედრო ოპერაციების ფარგლებში. ვიცი, როგორ ღელავთ საყვარელ ადამიანებზე, შეგიძლიათ მათით იამაყოთ ისევე, როგორც მთელი ქვეყანა ამაყობს მათი,"- აცხადებს ვლადიმერ პუტინი.