მივესალმებით ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას, მიმართოს ევროკომისიას თხოვნით, განიხილოს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადი ევროკავშირში წევრობის შესახებ. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა twitter-ის გვერდზე დაწერა.
"მივესალმებით ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას, მიმართოს ევროკომისიას თხოვნით, განიხილოს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადი ევროკავშირში წევრობის შესახებ. ჩვენი ურთიერთობის ეს ახალი ნაწილი მოტივაციას გვაძლევს, დავაჩქაროთ ჩვენს მიერ დაგეგმილi რეფორმები. მადლობელი ვართ ამ შესანიშნავი გადაწყვეტილების გამო," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლებმა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას განაცხადის განხილვა ევროკავშირის წევრი სტატუსის მინიჭებაზე უკვე დაიწყეს.