27 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
საქართველომ და უკრაინამ უნდა შეძლონ ნატოში შესვლის პროცესის დაწყება, თუ ჩვენ დავიცავთ უკრაინას და სიძლიერეს ვანახებთ, საქართველოსაც ნაკლები საფრთხე ექნება - ამერიკელი სენატორი

რესპუბლიკელი სენატორი რობ პორტმანი, რომელიც თეთრ სახლთან გამართულ უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდა, "კურიერთან" ქართველების მიერ უკრაინელების მტკიცე მხარდაჭერაზე, ასევე რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის მარდაჭერაზე ისაუბრა.

"მე ნამყოფი ვარ საქართველოში და მიხარია ის, რომ ქართველები უკრაინის მხარდასაჭერად ასე მტკიცედ დგანან. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვაწესებთ სანქციებს და ვუწევთ სამხედრო დახმარებას, არის ის, რომ უზრუნველვყოთ იგივე საქართველოზეც არ გავრცელდეს. საქართველომ და უკრაინამ უნდა შეძლონ ნატოში შესვლის პროცესის დაწყება. ვიდრე არ დადგებით უკრაინის დასაცავად, საქართველოს მეტი საფრთხე დაემუქრება. თუ ჩვენ დავიცავთ და ჩვენს სიძლიერეს ვანახებთ, საქართველოსაც ნაკლები საფრთხე ექნება,“ - ამბობს ​სენატორი რობ პორტმანი.

დღის ამბები