27 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
"ხარკოვი აღარ არის, ხალხს ხოცავენ, ეს ჯოჯოხეთია"- "კურიერის" გადამღები ჯგუფი მოლდოვის საზღვართან მდებარე დევნილთა ბანაკებში უკრაინელ ლტოლვილებს ესაუბრა

"კურიერის" გადამღები ჯგუფი უკრაინა-მოლდოვის საზღვართან იმყოფება, სადაც ყველაზე დიდი იმპროვიზირებული დევნილთა ბანაკია. 

საზღვართან არის იმპროვიზირებული ავტობუსების გაჩერებაც, ის დევნილები, ვისაც გადაადგილება სურს, სწორედ ამ საზღვრიდან მიდიან. 

მოლდოვას საზღვართან მყოფი უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც ძირითადად ხარკოვიდან და კიშინიოვიდან არიან, "კურიერთან" საუბრისას ყვებიან, რომ კადრები რომლებიც ვრცელდება, უკრაინის ქალაქებში არსებულ იმ  სრული სიმძაფრით ვერ ასახავს. 

ერთ-ერთი მათგანი "კურიერთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ "ხარკოვი აღარ არსებობს" და რუსი სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებს ესვრიან.

"ხარკოვი აღარ არის, ჩვეულებრივ ხალხს ხოცავენ, სახლებს ესვრიან, სასწაულია, რომ აქ აღმოვჩნდით. ქალაქი აღარ არსებობს, ეს ჯოჯოხეთია," - აცხადებს ერთ-ერთი დევნილი. 

გამოქცეული უკრაინელები ყვებიან, რომ ქალაქებში დაიწყო ჰუმანიტარული კრიზისი და საკვებს ვერ შოულობენ. 

დღის ამბები