27 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი შედეგი მიღწეული არ არის - მიხეილ პოდოლიაკი 

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხეილ პოდოლიაკის განცხადებით, ჰუმანიტარული კორიდორების გაუმჯობესებისთვის გარკვეული პოზიტივი შეინიშნება. ამის შესახებ პოდოლიაკმა რამდენიმე წუთის წინ, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"არის მცირე დადებითი ძვრები ჰუმანიტარული კორიდორების ლოგისტიკის გაუმჯობესებისთვის. საბაზისო პოლიტიკური საკითხების, ცეცხლის შეწყვეტისა და უსაფრთხოების გარანტიისთვის კონსულტაციები გრძელდება,"- განაცხადა პოდოლიაკმა. 

საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი მიღწეული არ არის. 

დღის ამბები