27 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფებოდა

იმ დღეებში, როდესაც უკრაინაში რუსეთმა სამხედრო ინტერვენცია დაიწყო, ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ვიზიტი ომამდე იყო დაგეგმილი. ამასთან გრიგოლ ლილუაშვილის ამერიკაში ვიზიტს დაემთხვა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის გამგზავრება თბილისიდან ვაშინგტონში.

გრიგოლ ლილუაშვილის არც ერთი შეხვედრა საჯარო არ ყოფილა. ერთადერთი ადგილი, სადაც ლილუაშვილი საჯაროდ გამოჩნდა, ეს იყო მიღება საელჩოში, ელჩის გაცილებასთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, მას უნდა დასწრებოდა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევრაზიის საკითხებში, თუმცა უკრაინაში დაწყებული ომის გამო, ის მიღებაზე აღარ მისულა.

ვისთან ჰქონდა შეხვედრები გრიგოლ ლილუაშვილს უცნობია, თუმცა ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, მას შეხვედრები ელჩთან ერთადაც ჰქონდა.

სავარაუდოა, რომ უსაფრთხოების თემაზე იქნებოდა ლილუაშვილის შეხვედრები შეერთებულ შტატებში, თუმცა, ამერიკულ მხარეს არანაირი საჯარო ინფორმაცია მისი ვიზიტის შესახებ არ გაუვრცელებია. 

დღის ამბები