27 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
დმიტრო კულება სოციალურ ქსელ twitter-ში ისრაელს, რუსული საბანკო საგადასახადო სისტემის მიერთებისთვის აკრიტიკებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელ twitter-ში ისრაელს აკრიტიკებს. 

"მაშინ, როდესაც მსოფლიო უკრაინაში ჩადენილი სასტიკი მკვლელობების გამო რუსეთს სანქციებს უწესებს, ზოგიერთები უკრაინული სისხლით გაჟღენთილი ფულის შოვნას  ამჯობინებენ.

"ელ-ალ-ისრაელი" იღებს გადარიცხვებს რუსული საბანკო სისტემით MIR, რომელიც შეიქმნა სანქციების გვერდის ასავლელად. ეს ამორალურია და  დარტყმას აყენებს უკრაინა-ისრაელის ურთიერთობებს," - წერს კულება. 

Open photo

დღის ამბები