27 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
ინფორმაცია, თითქოს Anonymous საქართველოს მთავრობაზე კიბერთავდასხმას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება და განთავსებულია ​twitter-ის ფეიქ გვერდზე

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Anonymous საქართველოს მთავრობაზე კიბერთავდასხმას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება. 

აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება, სიმართლეს, რადგან განთავსებულია ​Anonymous-ის twitter-ის ფეიქ გვერდზე, კერძოდ: 

ინფორმაცია, საქართველოზე თავდასხმის თაობაზე განთავსდა: https:// twitter.com/LiteMods (291 000 ფოლოვერი, შექმნილია 2019 წელს, გვერდი იმართება რამოდენიმე ადამიანის მიერ, მისი აიპი მისამართია: 127.0.0.1 - აიპი მისამართი სავარაუდოდ ოპერირებს ქ. თბილისში). თავდასხმის თაობაზე ინფორმაციის გასავრცელებლად გაზიარებული აქვთ არახამიას განცხადება.

ორიგინალი twitter-ის გვერდი მდებარეობს: ანონიმუსის ორიგინალი მისამართია: https:// twitter.com/YourAnonNews (შექმნილია 2011 წელს, ყავს 7,8 მილიონი ფოლოვერი). ასევე მსგავსი ინფორმაცია არ აქვთ განთავსებული საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე (შესაბამისად ინფორმაცია არის ბლეფი). 

დღის ამბები