27 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
1 500 000-მა ადამიანმა უკრაინა უკვე დატოვა, ნაწილი კი რუსულ ბომბებს დანგრეული ხიდების ქვეშ ემალება - რა ხდება ლვოვში, სადაც "კურიერის" გადამღები ჯგუფი იმყოფება

ევროკავშირი უკრაინიდან 5 მილიონ ლტოლვის ელოდება. ამ დროისთვის კი, გაეროს მონაცემებით, უკრაინა მილიონ ნახევარმა ადამიანმა უკვე დატოვა.

ის, ვინც ქვეყნიდან ვერ გადის ან ვისაც სახლი ნანგრევებად ექცა, თავს თეატრების, საავადმყოფოების შენობებს აფარებენ. არის კადრები, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა რუსულ ბომბებს დანგრეული ხიდების ქვეშ ემალება.

უკრაინას მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა არ ტოვებს. ქვეყნიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო ეუთომაც.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მისიებმა უკვე დატოვეს ყველა ქალაქი, მათ შორის კიევიც. 

უკრაინაში რჩება "კურიერის" გადამღები ჯგუფი, რომელიც ამჯერად ლვოვშია.

დღის ამბები