"გადაეცით უკრაინულ მედიას, რომ გავიჭედეთ. ჩვენ გვბომბავენ!" - ლონდონის ტელევიზია AlAraby TV-ს ჟურნალისტი გადამღები ჯგუფისა და მათთან ერთად მყოფი ადგილობრივი მოსახლეობის ქალაქ ირპენიდან ევაკუაციას ითხოვს.
ბრიტანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, რომელიც მან უკრაინის ჟურნალისტების ეროვნულ კავშირს მიაწოდა, ქალაქ ირპენის ტერიტორიაზე მათ გარდა კიდევ 2 უცხოელი ჟურნალისტი, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად ერთ-ერთ დასახლებაში ჩარჩნენ, საერთო ჯამში სამშვიდობოზე გაყვანას 20-მდე ადამიანი ითხოვს.
ადგილზე სიტუაცია კრიტიკულია: არ არის შუქი და გაზი, ასევე არ აქვთ საკვები პროდუქტების მარაგი. აღნიშნულ ტერიტორიაზე კი რუსი ოკუპანტები არიან განთავსებული და იქ ჩარჩენილი ადამიანები მუდმივი ცეცხლის ქვეშ იმყოფებიან.