27 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
"მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, თქვენ არაჩვეულებრივები ხართ, აღფრთოვანებული ვარ უკრაინელების მხარდაჭერის დონით" - ანდრეი კასიანოვი

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა ყველას მოუწოდა თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან. დიპლომატი  ქართული რძის პროდუქტების რუსულ ბაზარზე დაშვების თემას გამოეხმაურა.

როგორც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, საკითხზე ჰქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირება. დიპლომატმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს განმარტებისა და მხარდაჭერისთვის. აღნიშნა, რომ დაუშვებელია რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობა, რაც კრემლს დამატებით რესურსს აძლევს გააგრძელოს ომი.

"საქართველო უკრაინას გვერდში უდგას ჰუმანიტარული თვალსაზრისით. 6 მარტს უკრაინაში გაიგზავნა მორიგი თვითმფრინავი დახმარებით, 40 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი მედიკამენტი, სურსათი, ტანსაცმელი და ის ყველაფერი, რაც ახლა საჭიროა უკრაინის მოსახლეობისთვის. ეს არის ძალიან დროული და მნიშვნელოვანი დახმარება უკრაინის საელჩო მადლიერებას გამოთქვამს პირველ რიგში საქართვლოში ყველა უკრაინელის მიმართ, ასევე საქართველოს მოქალაქეების, მთავრობის, მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართა, უკრაინის მხარდაჭერისთვის ასეთ რთულ დროს.

რაც შეეხება ქართულ-უკრაინული ურთიერთობის ცალკეულ ასპექტებს - მასმედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართვლოს წინააღმდეგ სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოახდინა შესაბამისი რეაგირება ამ ინფორმაციაზე. ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად და მადლობელი ვართ იმ განმარტებისთვის, რომელიც გააკეთა საქართვლოს ეკონომიკის მინისტრმა ბატონ ლევან დავითაშვილმა.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან, დაუშვებელია რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობა, რაც რუსეთს დამატებით რესურსს აძლევს გააგრძელოს ომი. მინდა მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს, თქვენ არაჩვეულებრივები ხართ, აღფრთოვანებული ვარ უკრაინელების მხარდაჭერის დონით, ჰუმანიტარული დახმარება, სოლიდარობის აქციები უკრაინის მხარდასაჭერად, თანხის შეგროვება, საქართვლოს ტერიტორიაზე თქვენს ოჯახებში უკრაინელების დაბინავებასთან დაკავშირებული წინადადებები, ყვავილები საელჩოსთან, ყველა ქუჩა, ხიდები გაჩერებები უკრაინის დროშის ფერებშია.

ჩვენ უკრაინელები ვგრძნობთ, რომ ყოველთვის ჩვენ გვერდით ხართ და უკრაინასთან ერთად მზად ხართ იბრძოლოთ დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიისთვის და თქვენი თავისუფალი არჩევისთვის," - ამბობს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრეი კასიანოვმა.

დღის ამბები