27 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბოლო დღეებში რუსეთიდან 25 ათასამდე ადამიანი შემოვიდა - "საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ეს ასე არ არის"

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ბოლო დღეებში რუსეთიდან საქართველოში 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა.

მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი ჩამოდის საქართველოში და ეს რისკების შემცველია, გადაჭარბებულია.

"შს მინისტრმა ამის თაობაზე ინფორმაცია მოგვაწოდა, მას უახლოეს ხანებში ექნება საჯარო გამოსვლა პარლამენტის ფორმატში და აქაც გააკეთებს უფრო დეტალურ ანგარიშს ამ საკითხებზე, რაც საზოგადოებას, ან პოლიტიკურ ძალებს შეიძლება აინტერესებდეთ, თვითონ სამინისტროც გააკეთებს განცხადებას. ინფორმაცია დასამალი არ არის, პირიქით, საინტერესოა.

დავინახეთ, რომ საზოგადოებაში ძალიან ემოციურად არის ბევრი საკითხი აღქმული და აბსოლუტურად გვესმის, ამიტომ, მეტი ზუსტი ინფორმაციაა მისაწოდებელი.

რიცხვები, თუ არ ვცდები, არის დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი. ეს არის დაახლოებით ის რანგი, რაც 2020 წელს იყო, ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა იქნებოდა. 2021 წელს საერთოდ დაკეტილი იყო ყველანაირი მიმოსვლა, მკაცრი იზოლაციის რეჟიმი იყო, პანდემიიდან გამომდინარე. ამიტომ, 2020 წელს დაახლოებით იგივე რანგია. საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი საქართველოში ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ეს ასე არ არის", - განაცხადა დავითაშვილმა.

დღის ამბები