4 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ომის საწინააღმდეგო აქციებზე რუსეთში. სამართალდამცველებმა მათგან ათას 700 მხოლოდ მოსკოვში აიყვანეს. უფლებადამცველი ჯგუფის ინფორმაციით, დემონსტრანტები რუსეთის 53 ქალაქში დააპატიმრეს.
მათივე ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე პროტესტის დროს რუსეთში დაკავებულთა რიცხვი 10 000-სს აჭარბებს.