27 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
თუ NATO-ს წევრს სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნა სურს უკრაინისთვის ამას მწვანე შუქი აქვს - ენტონი ბლინკენი

NATO-ს წევრ ქვეყნებს "მწვანე შუქი" აქვთ უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნით დაეხმარონ. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CBS-ის ეთერში განაცხადა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, განიხილება რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაც. მათ შორის განხილვის თემაა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა.

"თუ NATO-ს წევრს სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნა სურს უკრაინისთვის, ამას მწვანე შუქი აქვს. ახლა ვსაუბრობთ ჩვენს პოლონელ მეგობრებთან, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, თუ ისინი რეალურად გადაწყვეტენ უკრაინელებისთვის ამ მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას. რისი გაკეთება შეგვიძლია? როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ და დავრწმუნდეთ, რომ უკრაინაში თვითმფრინავების გაგზავნის სანაცვლოდ პოლონეთი რაიმეს მიიღებს, ამ საკითხზე აქტიური დისკუსიები გვაქვს.

ბოლო დღეებია ევროპაში ვარ და როგორც ყოველთვის, მჭიდროდ ვმუშაობ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან NATO-ში, ევროკავშირში, დიდი შვიდიანის ქვეყნებთან. ჩვენ ყველა ერთად განვაგრძობთ ნაბიჯების გადადგმას რუსეთზე ზეწოლის მიზნით, დამატებითი სანქციების დაწესების მეშვეობით, რასაც ძალიან აქტიურად განვიხილავთ და უახლოეს დღეებში განხორციელდება, ასევე, განვიხილავთ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას, რათა უკრაინელებს მივცეთ ის, რაც სჭირდებათ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად," - განაცხადა ბლინკენმა.

დღის ამბები