ომის გმირები, თითოეული ფოტო და ვიდეო, ადამიანები, რომლებმაც საკუთარი და ქვეყნის ისტორია უკვე დაწერეს. ბებო ხერსონიდან, 11 წლის ბიჭი ზაპოროჟიედან, რომელმაც სრულიად მარტომ, მშობლების გარეშე მიაღწია პოლონეთის საზღვრამდე. მძიმე სენით დაავადებული 12 ბავშვი მატარებლიდან, რომლებმაც არ იციან როგორ მიაღწევენ საზღვარს.
ჯარისკაცი ბავშვით ხელში და მამა-შვილი უკრაინიდან, ემოციური შეხვედრა ომის მე-11 დღეს. თოთოეული კადრი ომის ადამიანური ისტორიაა, რომელიც სამუდამოდ დარჩება, არამხოლოდ მთავარი გმირების მეხსიერებაში.