27 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
უკრაინას-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი ხვალ უნდა გაიმართოს - რუსული მხარე კი შეთანხმებებს ისევ არღვევს და ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობას შეუძლებელს ხდის

ხვალ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უნდა გაიმართოს - ინფორმაციას ორივე მხარე ადასტურებს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, შედგება თუ არა პუტინი-ზელენსკის შეხვედრა ანკარაში.

ერდოღანი ორივე მხარეს ესაუბრა და როგორც ამბობს, დიალოგისთვის ორივე მზად არის. თუმცა, მთავარი კითხვაა - რა შეიძლება გახდეს წინაპირობა იმ ფონზე, რომ რუსეთი ულტიმატუმს არ ცვლის და არც გაჩერებას აპირებს.

დღეს მოსკოვმა ისევ დაარღვია ყველა შეთანხმება და არც ერთ ქალაქში არ გახსნა ჰუმანიტარული დერეფანი, რამდენიმე საათით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება ისევ ჭურვებმა და სროლამ დაარღვია.

დღის ამბები