27 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
უკრაინაში ომს ცნობილი უკრაინელი მსახიობი შეეწირა - 33 წლის მსახიობი ქალაქ ირპენში დაიღუპა

უკრაინაში ომს დღეს ცნობილი უკრაინელი მსახიობი პაშა ლი შეეწირა. 33 წლის მსახიობი ქალაქ ირპენში, რუსი ოკუპანტების ცეცხლის ქვეშ მოყვა. 

მსახიობი ქვეყნისთვის ბრძოლაში საკუთარი სურვილით ჩაება. 

"ბოლო 48 საათის განმავლობაში მოგვეცა შესაძლებლობა დავსხდეთ და გადავიღოთ ფოტოები იმის შესახებ, როგორ გვბომბავენ, თუმცა ჩვენ მაინც ვიღიმით, რადგან გავუძლებთ" - დაწერა ორი დღის წინ ახალგაზრდა მსახიობმა ინსტაგრამზე. ეს სოციალურ ქსელში მისი ბოლო შეტყობინება იყო.

დღის ამბები