27 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
უკრაინას ათასობით ადამიანი მცირე ხელბარგით ტოვებს - "კურიერის" სიუჟეტი ლვოვიდან, რომელიც საკუთარი ქვეყნიდან დევნილების თავშესაფარად იქცა

დღეს ომის მე-11 დღეა. უკრაინაში უკიდურესად რთული ვითარებაა, თუმცა ქვეყნის არმია საოკუპაციო ძალების თავდასხმებს იგერიებს. იბომბება ქალაქები, სოფლები, სამოქალაქო და სტრატეგიული ობიექტები, იღუპებიან ბავშვები.

იზრდება იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ. ევაკუირებულთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ლვოვში ჩადიან და საქართველოს საკონსულოს დახმარებით, პოლონეთის გავლით, სამშობლოში ბრუნდებიან. 

აღსანიშნავია, რომ ლვოვი დღეს უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ქალაქია, რომელზეც რუს აგრესორებს არც საჰაერო და არც სახმელეთო შეტევა არ განუხორციელებიათ. დაბომბილი ქალაქებიდან საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული ქალები და ბავშვები სწორედ იქ ჩადიან.

"ჩვენ ვართ ხარკოვიდან, იქ ყველაფერი დაიბომბა, აღარაფერი შემოგვრჩა, აღარ გვაქვს სახლი, არც კი ვიცით საით უნდა წავიდეთ. უკრაინის გარდა სხვაგან არავინ გვყავს," - აცხადებს ერთ-ერთი დევნილი.

ლვოვში ჩადიან სხვა ქვეყნებიდანაც, მაგალითად რუმინეთიდან, რათა დაეხმარონ უკრაინელებს.

ლვოვი არის ერთგვარი დერეფანი, ადგილი რომელიც გადარჩენის შანსია, თუმცა ქალაქში ადამიანების განწყობა დაბრუნების იმედია, მათი რწმენა იმაზე გზით უკან დაბრუნებაა.

დღის ამბები