27 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
NATO არ არის მზად უკრაინის გაწევრიანებისთვის უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში - დავით არახამია

უკრაინის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისთვის, NATO უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში, მზად არ არის.

დავით არახამიას თქმით, ერთადერთი საკითხი, რაზეც უკრაინის თანხმობა შეუძლებელია, ეს ყირიმი და დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებია.

"უკრაინული მხარე მოლაპარაკებებს შედეგებისთვის აწარმოებს და არა პროცესის გამო.

NATO არ არის მზად განიხილოს უკრაინის გაწევრიანება უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში. ჩვენ არ ვიბრძოლებთ გაწევრიანების განაცხადისთვის.

ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ "არაNATOური" მოდელები, თუმცა აღნიშნულის განხილვა საჭიროა არამარტო რუსეთთან.

ერთადერთი საკითხები, რაზეც არარსებულია უკრაინის თანხმობა, ეს არის - ყირიმი და დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკები. ეს მიუღებელია უკრაინული საზოგადოებისთვის. საქმე არა პოლიტიკოსებში, არამედ უკრაინელებშია, რომლებიც ამას არასდროს დაუშვებენ. ეს არის მთავარი პრობლემა და მართალი რომ გითხრათ, ჩვენ ამ დრომდე არ ვიცით როგორ გადავლახოთ ეს ბარიერები," - ამბობს Fox News-თან ინტერვიუში დავით არახამია.

დღის ამბები