კომპანია" ენერგოატომის" ხელმძღვანელის პიოტრ კოტინის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებს სამხედრო ბაზებად იყენებენ.
მისივე განცხადებით, უკრაინელები მათ ძალის გამოყენებით გამოდევნას არ შეეცდებიან, რადგან აღნიშნულ ობიექტებზე უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია და ნებისმიერი ცეცხლი აღნიშნულ ტერიტორიებზე დაუშვებელია.
ამ დროისთვის, უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე 8 ენერგობლოკი მუშაობს, მათ შორის, არის ზაპოროჟიეს სადგურიც, რომელიც ოკუპანტების ხელშია.
რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ელექტროსადგურები დაიკავეს, თუმცა, საბედნიეროდ, რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად არცერთი რეაქტორი არ დაზიანებულა.