საერთაშორისოდ ცნობილმა უკრაინელმა ოპერის მომღერალმა ლუდმილა მონასტირსკაიამ, ნიუ-იორკის ოპერაში, პუტინის მხარდამჭერის ანნა ნეტრებკოს გათავისუფლების შემდეგ მისი როლი მიიღო.
უკრაინელი მომღერლის განმარტებით, ამ ეტაპზე ის რუსი არტისტები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე აგრესიას მხარს უჭერენ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში სამსახურს კარგავენ.
"ახლა ვიმყოფები ვარშავაში. აქ უნდა გამართულიყო ოპერა "ბორის გოდუნოვის“ ჩვენება, ის ჩახსნეს რეპერტუარიდან. რუსი არტისტები, რომლებიც საჯაროდ უჭერდნენ მხარს მშვიდობას და ომის წინააღმდეგ გამოვიდნენ, სამუშაო ადგილებს ინარჩუნებენ," - განმარტა უკრაინელმა ოპერის მომღერალმა.