27 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
მოსკოვსა და პეტერბურგში, უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე დღეს 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

მოსკოვში, უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე დღეს 1700 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უკრაინის მხარდამჭერი აქციები დედაქალაქის გარდა რუსეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პეტერბურგშიც გაიმართა, სადაც 750 ადამიანი დააკავეს. 

რუსეთის ქალაქებში უკრაინის მხარდამჭერი აქციები დღეს ერთი სლოგანით გაიმართა - "არა ომს".

დღის ამბები