27 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
პუტინი არ დაიხევს უკან ბოლო ჯარისკაცის გადასროლამდე, რეალისტები უნდა ვიყოთ, ომი უკრაინაში კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება - სამხედრო ექსპერტი 

რამდენად დასაშვებია მხარი დაუჭიროს დასავლეთმა უკრაინის ცის დახურვას - სამხედრო ექსპერტი ემილ ახვლედიანი "კურიერის" საგანგებო გამოშვებაში იმ რისკებსა და მოსალოდნელ სცენარზე ისაუბრა თუ როგორ შეიძლება განვაითრდეს მოვლენები რუსული არმიის ცეცხლის ალში გახვეულ უკრაინაში.

სამხედრო ექსპერტი ვარაუდობს, რომ ომი უკრაინაში კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რადგან ამბობს, რომ პუტინი უკან არ დაიხევს. მისივე თქმით, რუსეთის მიმართ დასავლეთის დღევანდელი პოზიცია ყველაზე ოპტიმალური მიდგომაა.  

"შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რუსული ეკონომიკა რამდენიმე კვირაში ჩამოიშლება, მაგრამ მას უფრო მეტად გაუჭირდება ახალი ჯარების გადასროლა და სამხედრო ოპერაციების ჩატარება. 

კომპანიების გასვლის შემთხვევა და რუბლის ისტორიულ მინიმუმამდე დაყვანა ნამდვილად არის დიდი დარტყმა, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის რომ ის სამხედრო პოტენციალი რაც რუსეთს გააჩნია რამდენიმე კვირის მანძილზე მაინც ეყოფა.

პუტინი არ დაიხევს უკან ბოლო ჯარისკაცის გადასროლამდე, რეალისტები უნდა ვიყოთ დიდი ალბათობით ეს კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება.

დასავლეთის სტრატეგია რაც მათ რუსეთის შესაჩერებლად გამოიყენეს ამ ეტაპზე არის ოპტიმალური,"- აცხადებს ემილ ახვლედიანი. 

დღის ამბები