27 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
არის თუ არა კიევში ჰუმანიტარული კრიზისი და რიგები ბანკომატებთან - რას უყვება "კურიერს" უკრაინაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი   

"ტელეარხი კიევი"-ს ქართველი ჟურნალისტი ნინო თოდუა "რუსთავი 2-ის" ეთერში უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, კიევში საკვები მარაგების კრიზისი არ არის, თუმცა რაც საკვები პროდუქტებიდან ყველაზე რთულად მოსაპოვებელია, ეს პურია. 

"კიევში საკვების დეფიციტი მაღაზიებში დიდად არ იგრძნობა. ერთადერთი ორი დღის მანძილზე პური ვერ ვიშოვეთ. ძალიან ბევრი ჰუმანიტარული დახმარება მოდის მათ შორის საქართველოდანაც. საუბარი იმაზე, რომ კიევში ან უკრაინაში ვინმე შიმშილით კვდება, ან საჭმელი ვერ იშოვა - ეს ასე არ არის.

თუ იქნება მსგავსი სიტუაცია არსებობს ცხელი ხაზი სადაც დავრეკავთ და დაგვეხმარებიან. 

ბოლო დროს სახელმწიფომ გაგვაფრთხილა, რომ არ გადავიხადოთ "ქეში" -ნაღდი ანგარიშსწორებით და გამოვიყენოთ საბანკო ბარათები. მოსახლეობას ფინანსური პრობლემებიც დიდად არ აქვს თან უმეტესობა ტერმინალით იხდის თანხას, ამიტომ ვერც იმას ვიტყვი, რომ ბანკომატებთან განსაკუთრებული რიგები დგას,"- აცხადებს ნინო თოდუა "კურიერთან" საუბრისას. 

 

დღის ამბები