27 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
ერთ ჩემოდანში ჩატეული წლები - ათეულობით კილომეტრი უსაფრთხო თავშესაფრამდე და ადამიანები, რომლებიც იძულებულები გახდნენ სამშობლო დატოვონ

ომის სიჩუმეს სროლის აფეთქებების და ნგრევის ხმასთან ერთად განგაშის სიგნალი არღვევს - ამ დროს დაბომბილი ქალაქების მიწისქვეშეთი უფრო და უფრო ივსება. ომში განსაკუთრებული როლი აქვთ მეხანძრე მაშველებს, რომლებსაც ცეცხლში გახვეული ქალაქების ჩაქრობა მუდმივ რეჟიმში უწევთ.

რაც უფრო ხანგრძლივდება ომის ათვლის საათები, მით უფრო მატულობს ქვეყნის დატოვების მსურველი ქალებისა და ბავშვების რაოდენობა, ამ გზაზე მათ უსაფრთხო ტერიტორიამდე ათეულობით კილომეტრი აშორებთ. მათ უკრაინაში ცხოვრების წლები პატარა ჩემოდნებში ჩაატიეს და უცხო ქვეყანაში ახალი ცხოვრების დასაწყებად უნდა იკმარონ. მშვიდობის რიგში ყველაზე შემზარავი პატარების ხმაა, რომლებსაც სცივათ და შიათ, არ ჰყავთ მამები, მაგრამ მათი გადარჩენის იმედით დედები საოცარ სიმამაცეს იჩენენ. უკრაინა უკვე მილიონზე მეტმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა დატოვა.

ომის ალში გახვეული უკრაინელების დახმარების სურვილი აქვს ყველას, მაგრამ მათ რეალურად არა უბრალო თავშესაფარი, საკვები და ტანსაცმელი, არამედ საკუთარ ქვეყანაში მშვიდობა სჭირდებათ. მშვიდობა, რომლიც ჯერ არავინ იცის როდის ჩაანაცვლებს ომს.

 

დღის ამბები