27 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
სად უნდა მიხვიდეთ თუ უკრაინელი ხალხის დახმარება გსურთ - ჰუმანიტარული ცენტრები თბილისა და რეგიონებში

რუსეთის უკრაინაში შეჭრის პარარელურად, თბილისში და რეგიონებში ადამიანები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გაერთიანდნენ. შეიქმნა ჰუმანიტარული დახმარების ცენტრები. დედაქალაქში, ფალიაშვილის 60 ნომერში უკვე მე-5 დღეა რიგითი მოქალაქეები დილის 9 საათიდან გვიანობამდე მიდიან და მიაქვთ ჰიგიენის ნივთები, მედიკამენტები, ტანსაცმელი, სათამაშოები, რომ გაიგზავნოს უკრაინაში.

ფალიაშვილის 60 ნომერში გახსნილი ჰუმანიტარული დახმარების ცენტრში მოხალისეებად უკრაინელებიც მუშაობენ. შეგროვებულ ნივთებს საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც ახარისხებენ.

ფალიაშვილის 60 ნომერში, შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების პირველი ნაწილი ჯერ პოლონეთში თვითმფრინავით გაიგზავნება, შემდეგ კი ავტომობილით დაცვის თანხლებით კიევში და სამხრეთ უკრაინის ქალაქ ხერსონში მოხვდება.

უკვე მეექვსე დღეა, მეგობარი ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარება სამების საკათედრო ტაძარში ახალგაზრდულ ცენტრშიც გროვდება. სასულიერო პირები და მრევლი აგროვებს ყველაფერს, რაც ომში მყოფ ქვეყნის მოქალაქეებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ. "დავითიანის" ორგანიზებით პირველი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში დღეს საქართველოს ფოსტის მეშვეობით გაიგზავნება და უკრაინის საგანგებო ჰუმანიტარულ ცენტრს გადაეცემა.

უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციაში ჩართულია ქუთაისიც. ჰუმანიტარულ ტვირთს აგროვებენ ახალგაზრდები. უკრაინელთა დასახმარებლად ნივთები "იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში" გროვდება. გარდა ამისა, ტვირთი გროვდება აკაკი წერეთლის უნივერსიტეტშიც, საიდანაც დახმარების პირველი ეტაპი უკრაინაში უკვე გაიგზავნა. შექმნილია საგანგებო ფონდი, სადაც თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ბათუმში ჰუმანიტარული ცენტრი გახსნილი დემეტრე თავდადებულის 47 ნომერში და პირველი საჯარო სკოლის შენობაში. ქალთა კლუბის წევრები აგროვებენ ქალებისა ბავშვებისათვის საჭირო ნივთებს დანარჩენები კი ტანსაცმელს, მედიკამენტებეს, საკვებ პროდუქტებს, და ჰიგიენურ საშუალებებს. ტვირთი რამდენიმე დღეში გადაეცემა საქართველოში უკრაინის საელჩოს.

ქართველები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ნივთების შეგროვებას ქვეყნის მაშტაბით, იქამდე გააგრძელებენ სანამ ამის საჭიროება იქნება.

დღის ამბები