კიდევ ერთი პროტესტი რუსეთში - ქალაქ ნიჟნეკამსკში მდებარე სამრეწველო ქარხანა Gemont-ის თანამშრომლები გაიფიცნენ. საწარმოს უცხოელი მუშები რუბლის მკვეთრი გაუფასურების გამო მიღებულ ზარალს აპროტესტებენ.
მასშტაბური პროტესტის ამსახველი კადრები უკრაინულ მედიაში ვრცელდება. როგორც გამოცემა წერს, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა პირველი შედეგები გამოიღო.
პარალელურად, რუსეთში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. ქუჩებში მოსახლეობა ომის წინააღმდეგ გამოვიდა.