ლეხ ვალენსამ უკრაინელი ხალხის მიმართ სპეციალური მიმართვა გაავრცელა. როგორც პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, ის მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს რუსეთთან ბრძოლაში, რომლებიც საკუთარი სამშობლოს გარდა მსოფლიოს იცავენ.
პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს ღიად უჭერს, უკრაინელებს წარმატებას უსურვებს და იმედი გამოთქვა, რომ ისინი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებენ.
"უკრაინელო ძმებო არ ვიცი გახსოვართ თუ არა. მე ვარ ლეხ ვალენსა. მოგესალმებით და მოგმართავთ უდიდესი თხოვნით. იყო დრო როდესაც პოლონეთის წინაშე ძალიან რთული ამოცანა იდგა - გათავისუფლება საბჭოთა კავშირისგან და ჩვენ ეს მოვახერხეთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ახლა დღეს ბედი იმავე ამოცანას გისახავთ, როგორც ჩანს უფრო მნიშვნელოვანს, უფრო რთულს. ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ თქვენ დაიცვათ მსოფლიო. მე როგორც რევოლუციონერი ყველაფერს გავაკეთებ ამ ბრძოლაში თქვენს მხარდასაჭერად. მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ ახლა თქვენზეა დამოკიდებული ევროპის ბედი, მსოფლიოსიც კი. ვიცი, რომ ეს ძალიან რთული და საშიში ამოცანაა.
ასევე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი მიგიღებთ, რათა მხარი დაგიჭიროთ და დაგეხმაროთ. ამას ვითხოვ და მოვითხოვ, რადგან თქვენ ამას იმსახურებთ. იმის მერე, რაც თქვენ გააკეთეთ იმსახურებთ მაქსიმალურ აღიარებას და მაქსიმალურ მხარდაჭერას. მსოფლიოს ესმის კიდევ უფრო და უფრო უკეთესი, მხარს გიჭერენ და დაგიჭერენ. ამ ბრძოლაში შეგიძლიათ დამეყრდნოთ. წარმატებებს გისურვებთ და ველოდები დიდი უკრაინის გამარჯვებას," - აცხადებს ლეხ ვალენსა.