უკრაინის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა - ტელეგრამარხების ცნობით, სავარაუდოდ, ქალაქში მტრის რაკეტა ჩამოაგდეს.
გამოქვეყნდა ვიდეოც, სადაც ძლიერი აფეთქების ხმა ისმის. როგორც "Украина 24" იტყობინება, კიევში, სვიატოშინსკის რაიონში რაკეტა საცხოვრებელ დასახლებაში ჩავარდა.
"რუსეთის არმია აქტიურ მოქმედებებს არ ახორციელებს. ოკუპანტები პოზიციების გასაუმჯობესებლად და მარაგის უზრუნველსაყოფად გარკვეულ ტაქტიკურ მოძრაობებს ახორციელებენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ სიტუაციას და აუმჯობესებენ პოზიციებს. ხერსონის რაიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ძლიერი დარტყმა მიაყენეს რუსეთის არმიას, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. რუსული არმიის დანაკარგები დღეს არის 10 ათასზე მეტი პერსონალი, 269 ტანკი, 105 საარტილერიო სისტემა, 39 თვითმფრინავი, 945 ჯავშანტექნიკა, 19 საჰაერო თავდაცვა, 409 მანქანა, 3 დრონი, "- ამ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ავრცელებს.