27 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
უკრაინის ცის დახუვა შეუძლებელია, მსგავსი მოქმედება ჩვენი მხრიდან განიხილება შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობად - პუტინი დასავლეთს ემუქრება 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დასავლეთს ემუქრება და აცხადებს, რომ უკრაინაში არასაფრენი ზონის შექმნა შეუძლებელია. პუტინის თქმით, უკრაინის ცის დახურვა რუსეთის მხრიდან განხილული იქნება, როგორც შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა.

პუტინის თქმით, სანქციების დაწესება ომის გამოცხადებას ჰგავს და იმედს გამოთქვამს, რომ აქამდე არ მივა. 

"ჩვენ ახლა გვესმის განცხადებები, რომ უნდა შეიქმნას არასაფრენი ზონა უკრაინის ტერიტორიაზე. ეს შეუძლებელია. ნებისმიერი მსგავსი მოქმედება ჩვენი მხრიდან განიხილება როგორც შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა. იმედი მაქვს, აქამდე საქმე არ მივა. ამ ოპერაციაში მონაწილეობენ მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები, ოფიცრები და კონტრაქტორები. ამ ოპერაციაში მონაწილეობენ ისინი ვინც ნებაყოფლობით გადაწყვიტა სამშობლოს დაცვა.

რაც შეეხება კონფლიქტის ზონას, მე მანამდეც ვამბობდი,რომ დონბასელი ხალხი ქუჩის ძაღლები არ არიან. იქ 13 ათასიდან 14 ათასამდე ადამიანი მოკლეს გასულ წლებში. მოკლეს და დაასახიჩრეს ბავშვები.

ის რასაც ვერ შევეგუებით არის ის, რომ ე.წ ცივილიზებული დასავლეთი ამჯობინებს რომ ეს ყველაფერი არ შეამჩნიოს. ჩვენი ბიჭები რომლებიც იქ იბრძვიან თავის სიცოცხლეს წირავენ და იბრძვიან ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლისთვის. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ უკრაინის მთავრობას და ევროპის ლიდერებს, მაგრამ არავინ არანაირი ზომა არ მიიღო,"- აცხადებს ვლადიმერ პუტინი. 

დღის ამბები