Meta-ს პრეზიდენტი ნიკ კლეგი რუსეთში Facebook-ის დაბლოკვას გამოეხმაურა.
"მალე მილიონობით რიგითი რუსი აღმოაჩენს, რომ მოწყვეტილი იქნება გადამოწმებული ინფორმაციისგან, მოკლებული იქნება ოჯახთან და მეგობრებთან კომუნიკაციის ყოველდღიურ შესაძლებლობას, რომ ისინი აიძულეს გაჩუმებულიყვნენ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი სერვისების აღსადგენად, რათა ის ხელმისაწვდომი დარჩეს მათთვის და შეძლებსუსაფრთოდ გამოხატოს საკუთარი აზრი," - თქვა კლეგმა.