27 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
ომის დანაკარგი - უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგზე ახალ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგზე ახალ მონაცემებს აქვეყნებს. მინუს 9 166 რუსი ჯარისკაცი. ამის გარდა განადგურებულია რუსეთის 105 საარტილერიო სისტემა, 33 მოერიშე თვითმფრინავი, 37 სამხედრო ვერტმფრენი, 251 ტანკი და ათასამდე ჯავშან მანქანა. ამ რიცხვებს არ ადასტურებს რუსეთის სარდლობა.

ზუსტად 210 საათის წინ დაწყებული საომარი მოქმედებების დროს რუსეთმა სხვადასხვა მიმართულებით 480 რაკეტა გაუშვა. უკრაინა მშობლიური მიწიდან იბომბება. რუსების მიერ შეტანილი მობილური დანადგარებიდან 230 საჰაერო თავდასხმაა განხორციელებული.

რაკეტა გაშვებულია რუსეთის ტერიტორიიდანაც. ამ შემთხვევაში ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი ასეთ 160 ფაქტს ასახელებს.

70 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ქვეყნის კიდევ ერთი მეზობლის მიწიდან. უკრაინის ათეულობით წერტილს ბელარუსში გადასროლილი რუსი სამხედროები უტევენ. 

აგრესორი შეტევას აგრძელებს ზღვიდანაც. ამ დროის ინფორმაციით, ბალისტიკურ რაკეტებს უშვებენ ფლოტის გემებიდან. უკრაინის სანაპიროებიდან სამხედრო-საზღვაო ძალებმა 10 გასროლა განახორციელეს.

საჰაერო და საზღვაო ძალებთან ერთად პუტინმა უკრაინაში ასი ათასობით სამხედრო გაგზავნა. უკრაინის საზღვარზე განთავსებულ 120 ტაქტიკურ ჯგუფში 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი შეგროვდა. მათი 90 პროცენტი მეზობელ ქვეყანაში უკვე შეჭრილია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კასეტურ საბრძოლო მასალას და თერმობარულ საწვავის საჰაერო ბომბებს იყენებს.

უკრაინელებმა ასობით სახმელეთო საბრძოლო ტრანსპორტიც გაანადგურეს. მათ რიცხვი 251 ტანკი, 105 საარტილერიო ნაწილი, 939 ჯავშანტრანსპორტი, 355 მანქანა და 60 საწვავის მზიდია.

რუსეთის დანაკარგში ხომალდებიც არის. უკრაინულმა მხარემ თავდაცვის რეჟიმში 2 საზღვაო ხომალდი გაანადგურა. აგრესორმა ომში საერთო რაოდენობით 11 019 ერთეული სამხედრო ტექნიკა დაკარგა. სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის რეალური დანაკარგების სტატისტიკას ამ დრომდე არ ასაჯაროებს რუსული მხარე. 

დღის ამბები