27 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
უკრაინაში ოთხ ელექტროსადგურზე 15 ბირთვული რეაქტორი მოქმედებს და ქვეყნის ელექტროენერგიის თითქმის ნახევარს გამოიმუშავებს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია, რომელიც უკრაინაში გამომუშავებული მთლიანი ელექტროენერგიის მეხუთედზე მეტს უზრუნველყოფს. ის კიევის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 550 კმ-ზე, ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს.

ზაპორიჟიეს ქარხანა განსხვავდება და გაცილებით უსაფრთხო სახეობის არის, ვიდრე ჩერნობილის ელექტროსადგური, რომელიც კიევის ჩრდილოეთით, დაახლოებით 100 კმ-ში მდებარეობს.

1986 წელს, მისი აფეთქების შედეგად, რადიოაქტიური ნარჩენები ევროპის დიდ ნაწილზე გავრცელდა. 2009 წელს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგური მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში მყოფ სადგურად აღიარა.

2015 წელში კი ზაპოროჟიეს ატომური სადგური პირველი ელექტროსადგური გახდა მსოფლიოში, რომელმაც ამოქმედებიდან 1 ტრილიონ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა. უკრაინაში სულ 4 ატომური ელექტროსადგური მოქმედებს, ზაპოროჟიეს ჩათვლით.

უკრაინაში 15 ბირთვული რეაქტორი მოქმედებს ოთხ ელექტროსადგურზე და გამოიმუშავებს ქვეყნის ელექტროენერგიის თითქმის ნახევარს. გაეროს ბირთვული სააგენტო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს ბირთვული ენერგეტიკული რეაქტორების უსაფრთხოებას და საიმედოობას, წერს სააგენტო.

დღის ამბები