27 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, შესაძლოა 5 ან 6 მარტს ჩატარდეს - მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შესაძლოა 5 ან 6 მარტს ჩატარდეს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინის პოზიცია გამაგრებულია დასავლელი პარტნიორების მიერ.

მიხაილ პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინის დელეგაციას ნათლად ესმის რუსული მხარის მოტივები და ფსიქოლოგია.

"ვოლოდიმირ ზელენსკი არ წავა არანაირ დათმობებზე, რომელსაც უკრაინის ბრძოლის დამცირება შეუძლია," - განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

დღის ამბები