27 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია აქტიურად მიმდინარეობს

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით, უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია რეგიონის მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს.

დღეს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი ქ. ყვარელში, ჰუმანიტარული აქციის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებმა ჰუმანიტარული "ტვირთის" შესაძენად სარეზერვო ფონდიდან გამოყვეს ფინანსური რესურსი, აქციაში ასევე, აქტიურად არიან ჩართული ბიზნეს სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

რეგიონის მასშტაბით, რვავე მუნიციპალიტეტში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი წვლილი შეიტანონ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მიმდინარე ჰუმანიტარულ აქციაში. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინაში.

დღის ამბები