27 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
გაეროში ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამოსაძიებლად დამოუკიდებელი კომისიის შექმნას ითვალისწინებს

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამოსაძიებლად დამოუკიდებელი კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი "ტვიტერში" ეხმაურება.

"მივესალმები გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საერთაშორისო კომისიის შექმნას, რომელიც გამოიძიებს რუსეთის სამხედრო დანაშაულებებს უკრაინელების წინააღმდეგ. მტკიცებულებები იქნება დოკუმენტირებული საერთაშორისო სასამართლოებში გამოსაყენებლად. რუსი სამხედრო დამნაშავეები დაისჯებიან," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები