"ევროპელი მწვანეებისა და ევროპელთა თავისუფალი ალიანსის" (Greens/EFA) წევრის, ევროპარლამენტარის მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მიესალმებიან.
"მოხარული ვარ პრემიერ-მინისტრის ამ მკაფიო გზავნილის გამო. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მიესალმებიან. ეს არის ის, რის მიღწევასაც ჩვენ ვცდილობთ პოლიტიკურ დონეზე გამართული მოლაპარაკებებითა და შეხვედრებით და რა თქმა უნდა, ასოცირების ხელშეკრულების პირობებზე მუშაობით. მიგვაჩნია, რომ სიმბოლურადაც და პრაქტიკულადაც, ახლა რეგიონისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის მიმართ დამოკიდებულების ჩვენება და ეს უფრო მეტია, ვიდრე მკაფიო განცხადება. მოკლე გზა ევროკავშირში გასაწევრიანებლად, რა თქმა უნდა, არ არსებობს.
საქართველოს მოუწევს, გააგრძელოს რეფორმების განხორციელება სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობის, უმცირესობების უფლებების დაცვისა და სხვა სფეროებში. ევროკავშირში გაწევრიანებას აქვს არა მხოლოდ სარგებელი, არამედ პასუხისმგებლობაც და ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა საზიანო იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის"- განუცხადა "აქცენტს" ევროპარლამენტარმა.