27 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
"თავზეხელაღებულობის დემონსტრირება" - სტოლტენბერგმა და ბლინკენმა NATO საგანგებო მინისტერიალზე რუსეთის აგრესია დაგმეს 

იენს სტოლტენბერგი ენტონი ბლინკენს შეხვდა - აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას NATO-ს ხელმძღვანელმა მედიასთან ალიანსის საერთო პოზიციაზე ისაუბრა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ ქმედებებს თავზეხელაღებულობის დემონსტრირება უწოდა.

"ჩვენ ვგმობთ თავდასხმებს სამოქალაქო პირებზე და შეტევას ბირთვულ სადგურზე, რაც რუსეთის თავზეხელაღებულობის დემონსტრირებაა. მოვითხოვთ რუსეთმა გამოიყვანოს ძალები და და ჩაერთოს დიპლომატიურ ძალისხმევაში. ნატოს მოკავშირეებმა განახორციელეს უპრეცედენტო სანქციები, ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ უკრაინას. ნატო გახლავთ თავდაცვის ალიანსი, ჩვენ არ ვეძებთ ომს რუსეთთან.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უნდა იყოს სრული გაგება იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები, ეს არის ჩვენი თავდაცვითი პოზიცია და მე მივესალმები აშშ-ის ვალდებულებას, რომ ამერიკის ჯარები იყოს გადმოსროლილი. მე მივესალმები ევროპელ მოკავშირეებს და მათ უფრო მეტად წარმოდგენას ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე. ეს არის დემონსტრირება, რომ აშშ სტრატეგიულად გვიდგას გვერდზე," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სიტყვით გამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც. მან რუსეთის აგრესიაზე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პასუხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოკავშირეები აქტიურად ეხმარებიან უკრაინას.

"ნატო გახლავთ თავდაცვის ალიანსი, ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს, მაგრამ თუ კონფლიქტი შემოაბიჯებს ჩვენთან ჩვენ დავიცავთ ჩვენი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს.

ბოლო რამდენიმე კვირის მოვლენები დაგვანახებს მომავლის პერსპექტივებს, განსაკუთრებით ნატოს სამიტის ჭრილში. ყველაფერი ეს ხდება კრიტიკულ დროს. ყველაფერი რასაც ვაკეთებთ ემყარება ალიანსის ერთიანობას,"- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

დღის ამბები