რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, ოლიგარქებზე სანქციების დაწესება გრძელდება - ვაშინგტონის მსგავსად, კრემლთან დაკავშირებულ ორ ოლიგარქს: უსმანოვსა და შუვალოვს, სანქციები გაერთიანებულმა სამეფომაც დაუწესა.
კანადის პრემიერ-მინისტრი კი რუსეთის ფედერაციის ინტერპოლიდან გარიცხვას მოითხოვს.
ასევე, უძრავი ქონების გაქირავების კომპანია Airbnb რუსეთსა და ბელარუსში ოპერირებას წყვეტს.