27 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
რუსეთის მოქალაქეებს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ - რა წერია კანონში რომელიც დუმამ დაჩქარებული წესით მიიღო

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ერთხმად (401 ხმა), მეორე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც "რუსული არმიის შესახებ ფეიკ ინფორმაციის გავრცელებისთვის" რუსეთის მოქალაქეებს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ - ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.

ოფიციალური ცნობით, კანონპროექტი დაუყოვნებლივ გადაეგზავნება ფედერაციის საბჭოს და მისი ამოქმედება, შესაძლოა, უკვე ხვალიდანვე დაიწყოს. რუსეთის უკვე დაბლოკეს კიდევ ორი თავისუფალი მედიასაშუალება – Radio Liberty (Radio Svoboda) და Meduza. ამასთანავე, შეიზღუდა წვდომა BBC-ის რუსულ ბიუროზე. მანამდე, რუსეთის „ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერაციულმა სამსახურმა“ დაბლოკა ტელეარხი "დოჟდი". საბოლოოდ, ტელეარხმა 3 მარტს განაცხადა, რომ დროებით წყვეტენ მაუწყებლობას. პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ დაიხურა რადიო "ეხო მასკვი".

დღის ამბები