27 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
ერგნეთში IPRM-ის მორიგი შეხვედრა იმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება.

ცენტრალური ხელისუფლება დააყენებს ე.წ. ბორდერიზაციის, უკანონო დაკავებების და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების საკითხებს. ასევე საოკუპაციო ჯარის წვრთნების თემას.

შეხვედრაზე განიხილება საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი ყველა ინციდენტი, რომელიც ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და დაფიქსირდა გასული შეხვედრიდან დღემდე.

დღის ამბები