S&P-მა რუსეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი CCC-მდე შეამცირა. სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო სანქციებმა გაანახევრა რუსეთის ხელმისაწვდომი სავალუტო რეზერვები.
CCC (კრედიტუნარიანობის დაბალი დონე)- რეიტინგი ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს გადახდისუნარიანობის პრობლემები და ვალების დაფარვის შესაძლებლობა დამოკიდებულია ხელსაყრელ ეკონომიკურ კონიუნქტურაზე.
უცხოური ვალუტაში S&P-ის საკრედიტო რეიტინგის წინა დაქვეითება ერთი კვირის წინ იყო BBB (კრედიტუნარიანობის შედარებით მაღალი დონე)-დან BB+ (კრედიტუნარიანობა დამაკმაყოფილებელ დონეზე)-მდე. უკრაინაში შეჭრის გამო ახალმა სანქციებმა აიძულა სააგენტო რეიტინგი გადაეხედა.
გარდა ამისა, S&P ვარაუდობს, რომ რუსეთის რეიტინგი შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს. ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის კიდევ სამი ნაბიჯით დაქვეითება ქვეყანას დეფოლტამდე მიიყვანს. დეფოლტი ნიშნავს, რომ ქვეყანა ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს
CCC რეიტინგში არიან ისეთი ქვეყნები როგორიცაა ანგოლა, არგენტინა, ბურკინა ფასო, ეკვადორი, ეთიოპია, მოზამბიკი, შრი ლანკა, სურინამი, ვენესუელა და ზამბია.