27 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
"ეს რუსეთთან ომის საფრთხეს ქმნის და ვაშინგტონს სწორედ ამის თავიდან აცილება სურს" - აშშ უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონის შექმნას არ აპირებს

3 მარტს, რეგულარულ ბრიფინგზე აშშ-ის თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონის შექმნას, რადგან "ეს რუსეთთან ომის საფრთხეს ქმნის და ვაშინგტონს სწორედ ამის თავიდან აცილება სურს,".

თეთრი სახლის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარის 90% იმყოფება. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა არ დაეცა, აშშ ამაში რუსეთის სამხედრო სისუსტის ნიშანს ხედავს.
ფსაკიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას რუსული ჯარების შესახებ დაზვერვის მონაცემებს რეალურ დროში გადასცემს.

დღის ამბები