27 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
კომპანიები, რომლებიც რუსული ბაზრიდან გადიან - როგორია რუსეთის ეკონომიკური კრიზისი

უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები რუსულ აგრესიას ვერ აჩერებს, თუმცა რუსულ ეკონომიკას შლის. მსოფლიო უკვე ერთი კვირაა პუტინის რეჟიმს უტევს. ყოველდღიურად იზრდება იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელიც ოკუპანტ რუსეთს შეზღუდვებს უწესებს. დაკეტილია ევროპისა და ამერიკის ცა რუსეთისთვის. რუბლი რეკორდულად გაუფასურდა. პროდუქტებზე ფასები წარმოუდგენლად იზრდება. ოლიგარქები კი მილიონებს კარგავენ.

კომპანიები უარს ამბობენ რუსულ ბაზარზე თავიანთი პროდუქციის გაყიდვაზე. მაგალითად, ასეთი კომპანიაა H&M-ის კომპანიის მთლიანი ჯგუფი. ასევე, ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო - Apple, NIKE, NOKIA. 

ამასთან, არიან კომპანიები, რომლებიც გაყიდვების შეჩერებასთან ერთად, წარმოების შეწყვეტის შესახებაც იღებენ გადაწყვეტილებებს. საუბარია მსხვილ და გიგანტ კომპანიებზე. 

რუსეთი კი ამით იღებს უმუშევართა მთელ არმიას, ბევრმა კომპანიამ კი, გაკოტრების შესახებაც გააკეთა განმარტება. ბევრი ინვესტორი კი რუსეთიდან გარბის, ისინი თავიანთ წილებს ყიდიან, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მაგალითად, ვანთობკომპანია "შელიმ", რომელმაც თქვა, რომ ყველანაირ კავშირს წყვეტს "გაზპრომთან". ასევე წილებს ყიდის ნორვეგიის ნაციონალური საინვესტიციო ფონდი, რომელსაც საკმაოდ დიდი თანხები აქვს დაბანდებული რუსულ კომპანიებში. მსგავსი გადაწყვეტილება აქვს ნორვეგიის საპენსიო ფონდსაც, რომელსაც აქციებში ფული აქვს ჩადებული. 

ცოტა ხნის წინ, "ლუკოილმა", რომელიც სიდიდით მეორე ნავთობკომპანიაა რუსეთში, საკუთარი პოზიცია რომ კონფლიქტი უნდა შეწყდეს, ხმამაღლა თქვა. 

დღის ამბები