27 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
არსებობს უფრო მწვავე სანქციების დაწესების საშუალება, რათა პუტინს უკან დავახევინოთ - ჯიმ რიში

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის დამგმობი რეზოლუციის დამტკიცებას კიდევ ერთი რეზოლუცია მოჰყვა, ამჯერად, შეერთებული შტატების კონგრესში. დოკუმენტს 426-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, მას 3 მოწინააღმდეგე ჰყავდა. სამივე რესპუბლიკური პარტიიდან. აღნიშნული რეზოლუცია საკმაოდ მრავლისმომცველია, აქ არის საუბარი სანქციებზეც, ფინანსურ და სამხედრო დახმარებაზე.

რამდენიმე ინიციატივაა წარდგენილი სენატშიც თუმცა საბოლოო თანხმობა ჯერ მიღწეული არაა. ამ დროისთვის არის 2 რეზოლუცია, რომელიც განიხილება. ერთ-ერთი წარმოდგენილია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჯიმ რიშის მიერ, თუმცა დემოკრატები როგორც ჩანს ამ რეზოლუციისთვის ხმის მიცემას არ აპირებენ.

ჯიმ რიში კიდევ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვს :

"ისევ არსებობს უფრო მწვავე სანქციების დაწესების საშუალება, რათა პუტინს უკან დავახევინოთ," - განაცხადა ჯიმ რიშმა.

დღის ამბები