თეთრმა სახლმა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ახალი სანქციებს შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკაში 50 რუს ოლიგარქს მოგზაურობა აეკრძალება.
როგორც CNN წერს, 50-კაციან სიაში მყოფი ადამიანები მოიაზრებიან პუტინის ახლო მეგობრებად, სანქციები მათ ოჯახის წევრებსაც შეეხებათ. ოლიგარქებს აღარ ექნებათ წვდომა აშშ-ს ფინანსურ სისტემაზე, მათი აქტივები აშშ-ში გაიყინება, უძრავი ქონების სარგებლობას ვეღარ შეძლებენ.
სანქციები შეეხება პუტინის უახლოეს მოკავშირეს ალიშერ ბურჰანოვიჩ უსმანოვს, რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს.
სიაში არიან :
ნიკოლაი ტოკარევი;
ბორის როტენბერგი;
არკადი როტენბერგი;
სერგეი ჩემზოვი;
იგორ შუვალოვი;
ევგენი პრიგოჟინი;
პუტინის პრესმდივანი პესკოვი;
ალიშერ უსმანოვი.
ოლიგარქების სიაში არის, ასევე, 19 ბიზნესმენი, მათი ოჯახების 47 წევრი და ახლო კომპანიონები.