საქართველოს გენერალური კონსული ოდესაში, თორნიკე ბერეკაშვილი აცხადებს, რომ ოდესაში, ამ დროისთვის, პანიკა არ არის და მოსახლეობა სწორად უყურებს შექმნილ მდგომარეობას.
მისივე თქმით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისა და პროდუქტების შესაძენად კონკრეტული დრო აქვთ:
"ოდესაში, ომის დაწყების პირველ დღეებში პანიკა შეინიშნებოდა, თითქოს საკვები პროდუქტების დეფიციტიც იყო, მაგრამ დღეს სიწყნარეა. მოსახლეობაც ძალიან სწორად უყურებს შექმნილ მდგომარეობას და პანიკა არ არის. მოქალაქეებს საკვები პროდუქტების შესაძენად გარკვეული დრო აქვთ - დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე. გარკვეული ქუჩები გადაკეტილია, თუმცა მათი გვერდის ავლით შეიძლება გადაადგილება.
ძალიან გაიზარდა საკონსულო მოქმედებებზე მოთხოვნა და მომართვა, განსაკუთრებით, პასპორტიზაცია. ჩვენ 24 საათის რეჟიმში ვაწარმოებთ მათ აღრიცხვას და მათ გამომგზავრებას სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით, მოლდოვას მიმართულებით,"- აცხადებს საქართველოს გენერალური კონსული ოდესაში თორნიკე ბერეკაშვილი.