27 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ვინ არის ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლი ელენა ზელენსკა, რომელიც შვილებთან ერთად უკრაინაში რჩება

როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვისთვის ის ნომერი პირველი სამიზნე იყო, აქვე აღნიშნა, რომ "სამიზნე N 2-ს" მისი ოჯახი წარმოადგენდა. განცხადების შემდეგ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცნენ პირველი ლედი ოლენა ზელენსკა და მათი ორი შვილი, საშა და კირილი. 

წყვილი 2003 წელს დაქორწინდა, ზელენსკის პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე. ის, რომ პრეზიდენტობისთვის გადაწყვიტა ებრძოლა, ქვეყნის ახლანდელ ლიდერს ცოლისთვის თქმა დაავიწყდა. ზელენსკამ ქმრის კანდიდატურის შესახებ სოციალური მედიით შეიტყო. როგორც მან უკრაინულ "ვოგს" განუცხადა, როდესაც ქმარს ჰკითხა, რატომ არ უთხრა წინასწარ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, მისი პასუხი იყო : "დამავიწყდა".

ოლენა ზელენსკა ამბობს, რომ ქმრის გადაწყვეტილებით, თავდაპირველად, არ იყო ბედნიერი.

"გავიაზრე, როგორ შეიცვლებოდა ყველაფერი და რამდენი სირთულე გველოდა წინ," - განაცხადა პირველმა ლედიმ 2019 წელს ჟურნალისტებთან.

ზელენსკა, რომელიც ახლა 44 წლისაა, კრივოი-როგში გაიზარდა, ქალაქში, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიური ქალაქიცაა. წყვილმა ერთმანეთი კოლეჯში გაიცნო, სადაც ოლენა არქიტექტურას სწავლობდა, მისი მომავალი ქმარი კი - სამართალს.

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ზელენსკასა და მისი შვილების ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ისინი უკრაინაში რჩებიან. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველი ლედი სოციალური ქსელების საშუალებით ამხნევებს მოქალაქეებს :

"დღეს მე არ ვიქნები პანიკაში, არ ვიტირებ, ვიქნები მშვიდი და თავდაჯერებული. ჩემი შვილები მიყურებენ, მე მათთან ვიქნები და ჩემს ქმართან, მე თქვენთან ვიქნები," - წერს ოლენა ზელენსკა.

დღის ამბები