უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარეიშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა, როგორ შეაქვთ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი და როგორ ანაწილებენ მოსახლეობისთვის :
"უკრაინის მხარესთან კოორდინაციით ხდება ყველაფერი, პირველი თვითმფრინავი რომელიც ჩამოფრინდა დაჯდა პოლონეთში შემდეგ კი ავტოტრანსპორტით წამოვიდა ტვირთი უკრაინაში.
პოლონეთი, ან სხვა მოსაზღვრე ქვეყნები რჩება ახლა ჰუმანიტარული ტვირთის შემოტანის გზად,"-აცხადებს გიორგი ზაქარეიშვილი.